Top of Form
დაბრუნების პირობები
შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ შეძენელი ტექნიკა მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე
- ეს წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე
კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.
- დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: შეძენის თარიღი, სახელი, გვარი, შეძენის დოკუმენტის ნომერი, დაბრუნების მიზეზი და გადაგზავნოს ალტას დისტანციური სამსახურის ელ. ფოსტაზე:info@altatech.ge , ან კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის შეტყობინებების ველში
- მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
- ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
- ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების პუნქტის, მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
- ნივთის დაბრუნების პუნქტამდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯს.
- თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
- თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ტექნიკური(ქარხნული) წუნი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით.
- დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ გადახდილი თანხა.
- ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით(აქსესუარები, ყურსასმენი, დამტენი, კაბელები….), და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ასევე მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
- ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
- მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში, მისთვის მოსახერხებელ მისამართეზე.
დაბრუნების პუნქტები:
თბილისი: ცინცაძის 5, სამუშაო საათები: ორშ-პარ 10:00-19:00, შაბ: 10:00-15:00, კვ-დასვენება
ბათუმი: ჭავჭავაძის 31,
ქუთაისი: აღმაშენებლის გამზ.97ა
რუსთავი: შარტავას გამზ.2გ
გორი: ცხინვალის გზატკ.5ბ
თელავი: ალაზნის გამზ.77
დაბრუნებას არ ექვემდებარება:
- ნივთი, დამზადებული მომხმარებლის შეკვეთით
- გააქტიურებული, დარუთული, მოდიფიცირებული ოპერაციული და აპარატული სისტემები
- მიწოდებული საქონელი, რომელიც მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს
- საქონელი, რომლის მიწოდების შემდეგ მოვაჭრის მიერ განხორციელდა მონტაჟი/მომსახურება. მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
- დამატებითი მომსახურება, რომელიც განხორციელდა მიწოდების შემდეგ( მონტაჟი, წმენდა, პროგრამების ინსტალაცია…).
- ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები
- მომხმარებლის ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური ან ტექნიკური წუნი, განსხვავებით ჩაბარების მომენტისა, სადაც ამ უკანასკნელს აქვს ხელმოწერა, რომ ჩაიბარა გარეგნულად უნაკლო პროდუქტი
მომხმარებლის საყურადღებოდ*
ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ: ჩაიბარეთ შემოწმებული, ფიზიკურად უნაკლო პროდუქტი.
- დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.
- ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.
ვეთანხმები