ნაბიჯი 1.
თუ უკვე გაქვთ Homi-ს ექაუნთი დააჭირეთ “Log In“. თუ არ გაქვთ ექაუნთი, შესაქმნელად დააჭირეთ “Sign Up“-ს და მიჰყევით ინსტრუქციებს.
ნაბიჯი 2.
მოწყობილობის დასამატებლად დააჭირეთ “+“-ის ნიშანს მარჯვენა ზედა კუთხეში. შემდეგ დააჭირეთ “Add Device“.
ნაბიჯი 3.
ახლა საჭიროა აირჩიოთ შესაბამისი მოწყობილობის ტიპი.
ნაბიჯი 4.1 (Wi-Fi მოწყობილობისთვის)
Wi-Fi მოწყობილობის შემთხვევაში საჭიროა შეიყვანოთ თქვენი Wi-Fi-ს სახელი და პაროლი და დააჭიროთ “Next”-ს.
ნაბიჯი 4.2(Wi-Fi მოწყობილობისთვის)
დააჭირეთ და გეჭიროთ გადატვირტვის ღილაკზე, სანამ ინდიკატორი არ დაიწყებს ციმციმს. შემდგომ დააჭირეთ “Confirm the indicator is blinking rapidly” > “Blink Quickly”.
ნაბიჯი 5
გთხოვთ დაელოდოთ, მოწყობილობა ავტომატურად უკავშირდება სისტემას.
ნაბიჯი 6
მოწყობილობა წარმატებით დაემატა. ასევე შეგიძლიათ შეუცვალოთ მას სახელი, თქვენი სურვილისამებრ. დასამთავრებლად დააჭირეთ “Done”-ს.