homi

Get your order today when you choose curbside pickup at checkout.  

მიზანი

ჩვენ ვართ ალტას შვილობილი და TP-Link-ის ოფიციალური
პარტნიორი კომპანია, რომელიც გთავაზობთ ჭკვიანი სახლისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებს.

ჰომის მიზანია მიაღწიოთ ცხოვრების უმაღლეს სტანდარტს, მიიღოთ მაქსიმალური კომფორტი ყველაზე თანამედროვე და მოწინავე ჭკვიანი პროდუქტების მეშვეობით.

ჩვენ მუდმივად გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტებს. ჰომის პროდუქცია ყოველთვის აჭარბებს თქვენს მოლოდინებს როგორც ფუნქციური მახასიათებლებით, ისე უმაღლესი ხარისხით.


ხედვა

თანამედროვე ტექნოლოგიების დაჩქარებულ განვითარებასთან ერთად ჩვენს თვალწინ იქმნება ახალი მოცემულობები, რომლებიც უწინ არც კი არსებობდა. “ჭკვიანი სახლის” კონცეფცია მსოფლიოში არც ისე ახალია, თუმცა, თუკი უწინ ასეთი პროდუქცია ნიშურად ითვლებოდა, მასობრივ პროდუქტად სწორედ ახლაღა ყალიბდება. მათ შორის, არც საქართველოა გამონაკლისი – პრაქტიკულად, თვალყურს ვადევნებთ სრულიად ახალი ბაზრის შექმნას.
<br>
ჰომი, როგორც ბრენდი, საკუთარ თავს ამ ბაზრის მთავარ აქტორად მოიაზრებს. ბრენდი წარმოადგენს გზამკვლევს ქართველი მომხმარებლებისთვის ჯერაც უცნობ სამყაროში. ის არის ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და მოსახლეობის ერთგვარი შუამავალი.
<br>ჰომის სურს თავისი ბაზარზე მოღვაწეობის მოკლე და საშუალო პერიოდში დააჭკვიანოს ყველა ქართული სახლი.