დაბრუნების პირობები
შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ შეძენელი ტექნიკა მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე
- ეს წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე
კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.
- დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: შეძენის თარიღი, სახელი, გვარი, შეძენის დოკუმენტის ნომერი, დაბრუნების მიზეზი და გადაგზავნოს ალტას დისტანციური სამსახურის ელ. ფოსტაზე: info@altatech.ge , ან კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის შეტყობინებების ველში
- მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
- ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
- ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების პუნქტის, მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
- ნივთის დაბრუნების პუნქტამდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯს.
- თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
- თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ტექნიკური(ქარხნული) წუნი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით.
- დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ გადახდილი თანხა.
- ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით(აქსესუარები, ყურსასმენი, დამტენი, კაბელები….), და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ასევე მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
- ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
- მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში, მისთვის მოსახერხებელ მისამართეზე.